Accessibility links

logo-print logo-print

საფრანგეთი გეგმავს, აკრძალოს თურქული ულტრანაციონალისტური „რუხი მგლების“ გაერთიანება ანტისომხური ქმედების გამო


რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთს სურს, აკრძალოს თურქული ულტრანაციონალისტური „რუხი მგლების“ გაერთიანება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის მერე, რაც მისი წევრები შემჩნეული იყვნენ ანტისომხური ხასიათის დემონსტრაციასა და ვანდალისტურ თავდასხმასთან კავშირში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა ჯგუფი დაახასიათა, როგორც „განსაკუთრებით აგრესიული“. მისი თქმით, „რუხი მგლების“, ასევე ცნობილი დასახელებით „იდეალისტი კერები“, საკითხი, კაბინეტის სხდომაზე იქნება განხილული 4 ნოემბერს.

თურქეთში „რუხი მგლები“ დაკავშირებული არიან დევლეთ ბაჰჩელის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ მოძრაობის პარტიასთან (MHP). ამ პარტიას პოლიტიკური ალიანსი აქვს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან“ (AKP).

„რუხი მგლების“ აკრძალვა უკავშირდება ანტისომხურ დემონსტრაციებს, როცა ხალხს ეჭირა თურქული დროშები ლიონისა და გრენობლის არეალებში. ვარაუდობენ, რომ ეს დემონსტრაციები „რუხ მგლებს“ უკავშირდებოდა. საფრანგეთის მედიის ცნობით, 1915 წელს ოსმალეთში სომხების ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის მონუმენტი ლიონში შემუსრეს და მასზე მიხატული იყო „რუხი მგლების“ ლოზუნგები და "RTE"- ერდოანზე მინიშნებით.

„რუხი მგლები“ MHP-ის, პანთურქული და ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიის მებრძოლი ფრთაა.

საფრანგეთში დაძაბულობა იყო ეთნიკურ სომხებსა და თურქულ თემს შორის მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო. აზერბაიჯანს ამ დაპირისპირებაში ღია მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG