Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ ბლოგერზე თავდამსხმელმა სასამართლოზე ილაპარაკა „გროზნოდან ბრძანების“ შესახებ


ტუმსო აბდურაჰმანოვი და რამზან კადიროვი (კოლაჟი)
ტუმსო აბდურაჰმანოვი და რამზან კადიროვი (კოლაჟი)

ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურაჰმანოვზე, თავდასხმაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა. რუსეთის მოქალაქეს, რუსლან მამაევს, ასამართლებენ შვედეთში ბლოგერზე 26 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის გამო.

შვედეთში გამომავალი გაზეთის, Dagens Nyheter-ის თანახმად, სასამართლოზე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ არ აპირებდა აბდურაჰმანოვის მოკვლას და ფიქრობდა დავალების ჩაშლას. მამაევმა შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მასთან ერთად საქმეში გამავალმა ქალმა, რომელსაც თავდამსხმელისთვის დახმარებაში ედება ბრალი, ბრალდება უარყო.

ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლები ტუმსო აბდურაჰმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ.

ბლოგერზე თავდასხმა მოხდა 26 თებერვალს შვედეთში, როცა მას საკუთარ ბინაში ეძინა. მან მოახერხა თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და ის პოლიციას ჩააბარა.

აბდურაჰმანოვი აცხადებს, რომ დანაშაულის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG