Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს სამ ყირიმელს


რეიდი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინაში
რეიდი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინაში

რუსეთის სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამ ყირიმელ თათარს ქვეყანაში აკრძალული ისლამისტური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით.


საქმე განიხილა დონის როსტოვის სამხრეთ რეგიონის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც 17, 13 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამ ბრალდებულს.

რუსტემ ემირჰუსეინოვი, არსენ აბხაიტოვი და ესკენდირ აბულგანი გასული წლის თებერვალში დააკავეს. პოლიციამ გაჩხრიკა მათი სახლები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში და მოიპოვა მტკიცებულებები, თითქოს ბრალდებულები იყვნენ ექსტრემისტული დაჯგუფება ჰიზბ უტ-ტაჰრირ ისლამიკის წევრები.

იუწყებიან, რომ განაჩენის გამოცხადების წინ, განსასჯელების მხარდასაჭერად სასამართლოს შენობის წინ 3 ნოემბერს შეიკრიბა დაახლოებით 200 კაცი. პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილე რამდენიმე კაცი, მათ შორის, სამი ჟურნალისტი, რომლებიც აქციას აშუქებდნენ.

დაახლოებით ორი თვის წინ, იმავე სასამართლომ და იმავე ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობით დასაჯა კიდევ 7 ყირიმელი თათარი.


დასავლეთის მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ყირიმელი თათრებისა და მოსკოვის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფების უწყვეტ დევნასა და შევიწროებას.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და შემდეგ მისი მიერთება.

ყირიმელ თათართა უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევს თავიანთი ისტორიული სამშობლოს რუსეთთან მიერთებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG