Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ი მიმდინარეობს ხმის მიცემა 2020 წლის პრეზიდენტის არჩევნებში



3 ნოემბერს ევროპის დროით 13:00 საათზე აშშ-ის აღმოსავლეთში მდებარე შტატ ვერმონტში დაიწყო ხმის მიცემა იქ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ვერმონტი ტრადიციულად დემოკრატიულ შტატად ითვლება, თუმცა 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპმა ერთ ოლქში გაიმარჯვა.

პარალელურად, დღეს კენჭისყრა გაგრძელდება სხვადასხვა დროით სარტყელში და ხმის უფლების მქონე მოქალქეები, ვინც წინასწარ არ მისცა ხმა, შეძლებენ, პირადად გააკეთონ ეს დღის განმავლობაში.

უჩვეულო კენჭისყრის პირობებში, როცა კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, აშშ-ის ხმის უფლების მქონე 97-მა მილიონმა პირმა უკვე გამოხატა თავისი ნება ფოსტის გზით, ან ვადამდე გახსნილ საარჩევნო უბნებში, საშუალებებით, რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას უკავშირდება.

ვადამდე მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რათა მეორე ვადით დარჩეს ქვეყნის სათავეში.

მისი მოწინააღმდეგეა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

დღეს აშშ-ში ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები დაიხურება ალასკაზე აშშ-ის უკიდურეს დასავლეთში, როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთში უკვე გათენებული იქნება.
მიმომხილველები აცხადებენ, რომ შედეგების გამოცხადებას დრო დასჭირდება, განსხვავებით ადრინდელი საპრეზიდენტო არჩევნებისგან, როცა კანდიდატის ვინაობა, რომელიც პირველი მოიპოვებდა ამომრჩევლების 270 ხმას, ანუ გამარჯვებისთვის საკმარის რაოდენობას, იმავე ღამეს ცხადი ხდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG