Accessibility links

ავღანეთში გლოვობენ ქაბულის უნივერსიტეტში ტერორისტების მიერ დახოცილ 22 ადამიანს


ავღანეთში 3 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვობენ იმ 22 ადამიანს, რომლებიც ქაბულის უნივერსიტეტზე ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტს შეეწირა.


წინა დღით მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმის დროს დაიღუპა 22 კაცი, უმეტესად სტუდენტები, ხოლო 27 დაიჭრა.


თავის სამგლოვიარო განცხადებაში პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ პირობა დადო, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.


„ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ შურს ვიძიებთ. ჩვენი მამაცი მებრძოლები თქვენს კვალზე არიან ყველგან და გაგანადგურებენ“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ერისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG