Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხამდე გაიზარდა ვენაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ოთხამდე გაიზარდა ვენაში წუხელ მომხდარი ტერორისტული თავასხმის შედეგად.


2 ნოემბრის საღამოს, შეიარაღებული თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას. შეიარაღებული პირები ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს.

პოლიციამ ადგილზე მოკლა ერთ-ერთი თავდმხმელი 20 წლის კუიტიმ ფაიზულაი, ჩრდილოეთ მაკედონიელი წარმომავლობის პირი, რომელსაც გასული წლის აპრილში 22 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სირიაში გამგავრებისა და ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების მცდელობის ბრალდებით. მაგრამ იგი ვადაზე ადრე გასული წლის დეკემებრში გაათავისუფლეს.

2 ნომებრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 მამაკაცი და ორი ქალი. დაჭრილია 22 კაცი. ადგილობრივი მედიის თანახმად 6 კაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

ავსტრიის ხელისუფლებამ 5 ნოემბერამდე სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG