აშშ-ში ითვლიან ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ასარჩევად მიცემულ ხმებს.
პრეზიდენტის პოსტისთვის მეორე ვადით იბრძვის 74 წლის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი, რომელსაც 20 ნოემბერს 78 წელი უსრულდება.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.
თბილისის დროით 7:30 საათისთვის დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს კოლეგიის წევრთა ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ: 83-83.
შედეგების განახლებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ.
აშშ-ში ხმის წინასწარ, მათ შორის ფოსტით მიცემის უფლებით ისარგებლა დაახლოებით ასმა მილიონმა ამომრჩეველმა, ამიტომ ხმების საბოლოოდ დათვლას შესაძლოა, დღეები დასჭირდეს.
დაწერეთ კომენტარი