Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელი დააკავეს ავტოავარიის გამო, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა


კახეთში დაკავებულია პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG