Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 2200-ს გადააჭარბა ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 381-მდე გაიზარდა.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2295 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 352-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 46 817 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 31 170.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;

2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;

3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;

4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG