Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დაკაავეს


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, სანადირო თოფებით დედა-შვილის მოკვლის ბრალდებით, მათი მეზობელი მამა-შვილი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წარსული უთანხმოების ნიადაგზე, მეზობლებს, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. სამართალდამცველებმა სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალდებულთაგან ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG