Accessibility links

site logo site logo

ბათუმში პოლიციამ აქტივისტებს საარჩევნო ადმინისტრაციის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცა


ბათუმის პოლიაციამ აქტივისტებს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ოფისის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა შენობის შესასვლელი დაიკავეს, ორგანიზაცია „ალტერნატივაში“ გაერთიანებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი არ ეთანხმებიან 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველად შედეგებს.

წინასწარი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 48.12%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG