Accessibility links

logo-print logo-print

სალომე სამადაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა


სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ იგი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ამ ინფორმაციის თანახმად, სალომე სამადაშვილი თვითიზოლაციაშია იმყოფება, დაავადება კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სალომე სამადაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება პენიტენციური სისტემიდან მოსთხოვეს მას შემდეგ, რაც მან ციხეში 2 ნოემბერს ნაცემი გიორგი რურუას მონახულების სურვილი გამოთქვა.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2295 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 352-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 46 817 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 31 170, გარდაცვლილია 381 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG