Accessibility links

logo-print logo-print

ყირგიზეთში თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის სპიკერი


კანატ ისაევი

4 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერი, კანატ ისაევი, რომელმაც დეპუტატების წინაშე გამოსვლის დროს ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სურს მონაწილეობის მიღება 2021 წლის იანვარში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

მანამდე ისაევმა უარი განაცხადა, საკუთარ თავზე აეღო სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ყირგიზეთის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ. ამის გამო პრეზიდენტის მოვალეობას ყირგიზეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადირ ჯაფაროვი ასრულებს.

ყირგიზეთის ყოფილი ნაციონალისტი კანონმდებელი სადირ ჯაფაროვი 14 ოქტომბერს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

ყირგიზეთში ხელისუფლება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგის გასაპროტესტებლად, რომლითაც გამარჯვება პრეზიდენტის მომხრე პარტიებს მიენიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG