Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ნევადის შტატმა შეაჩერა ხმების დათვლა


ნევადის შტატმა მიზეზის დაუსახელებლად გამოაცხადა, რომ 5 ნოემბრამდე წყვეტს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლას.

შტატმა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეტოქის, დემოკრატ ჯო ბაიდენის შანსებს შორის სხვაობა ძალზე მცირეა, 4 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ხმების დათვლის დასამთავრებლად ჯერ აუცილებელია არჩევნების დღესა და მის შემდეგ ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა.

არჩევნების დღის შემდეგ ფოსტით მიღებული ბიულეტენები ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი მათზე ფოსტის მიერ მითითებულია, რომ ისინი გაგზავნილია არაუგვიანეს 3 ნოემბრისა.

ნევადა ერთ-ერთია ექვსი შტატიდან, სადაც ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული კენჭისყრის შედეგები. ნევადის გარდა ეს შტატებია: ჯორჯია, მიჩიგანი, ჩრდილოეთი კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.

გამარჯვებისთვის ბაიდენს გამარჯვება სჭირდება ამ ექვსიდან მინიმუმ სამ შტატში, ტრამპს - ოთხში.

ამჟამად ნევადაში ბიულეტენების 87,2% არის დათვლილი. ამ მომენტისთვის ბაიდენი ლიდერობს, მას 49,3% აქვს, ტრამპს 48,7%. ბიულეტენების რაოდენობის თვალსაზრისით, მათ შორის სხვაობა 8000 ბიულეტენზე ნაკლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG