Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა ირანზე კიბერთავდასხმები განახორციელა არჩევნებში მისი ჩარევის თავიდან ასაცილებლად


ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და აშშ-ის კიბერნეტიკულმა ხელმძღვანელობამ ოქტომბერში ირანელ ჰაკერთა ჯგუფზე თავდასხმები განახორციელეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თეირანის ჩარევის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი და ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებიან აშშ-ის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ამ ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია მიმართული იყო კომპიუტერის სპეციალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ გასამხედროებული ფორმირების, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

აშშ-ის თავდასხმა პასუხი იყო ირანისაზე: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ჰაკერები ეჭვმიტანილი არიან, რომ ოქტომბერში მათ აშშ-ის ამომრჩევლებს მუქარის შემცველი მეილები დაუგზავნეს არარსებული ორგანიზაციის, „ამაყი ბიჭების“ სახელით.

აშშ-ის მხრიდან ირანელი ჰაკერების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების დეტალები უცნობია. ოქტომბრის შუა რიცხვებში ირანმაც გააკეთა განცხადება მის ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმების განხორციელების შესახებ, მაგრამ დეტალები არც მას დაუსახელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG