Accessibility links

site logo site logo

ლარი დოლართან 4 თეთრით გაუფასურდა


ლარი დოლართან 4,21 თეთრით, ევროსთან კი 4,56 თეთრით გაუფასურდა. ლარის პოზიტიურ დინამიკაზე გავლენა ვერ იქონია ეროვნული ბანკის მიერ ორი დღის წინ გაყიდულმა 60-მა მილიონმა დოლარმა.

ხვალიდან ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი იქნება:

  • 1 დოლარი - 3,3409 ლარი;
  • 1 ევრო - 3,9042 ლარი.

3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ლარი დოლართან 15 თეთრით გაუფასურდა.

ლარი დოლარისა და ევროს გარდა, სხვა 40-მდე ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის - ლირასთან. 1 თურქული ლირა ხვალიდან 39,27 თეთრი ეღირება.

ბოლო რამდენიმე თვეა, ეროვნული ბანკი მუდმივად ყიდის თავის რეზერვებში არსებულ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში მან 200 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ლარმა უცხოურ ვალუტებთან მკვეთრი გაუფასურება კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო. ამ დროს ლარი დოლართან პირველად გადასცდა სამლარიან ნიშნულს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG