Accessibility links

site logo site logo

რეპის ვარსკვლავმა კანიე უესტმა თავი დამარცხებულად ცნო საპრეზიდენტო არჩევნებში


რეპის ვარსკვლავმა კანიე უესტმა თავი დამარცხებულად ცნო საპრეზიდენტო არჩევნებში. მრავალი დემოკრატის აზრით, უესტის კამპანია იყო მცდელობა, აფრიკელი ამერიკელების ხმები წაერთმია დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებოდა. მაგრამ უესტმა ამავე დროს პირობა დადო, რომ კვლავ იყრის კენჭს 2024 წლის არჩევნებში.

„დღეს ცხოვრებაში პირველად ვაძლევ ხმას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმას ვაძლევ იმას, ვისაც ნამდვილად ვენდობი... საკუთარ თავს“, - დაწერა უესტმა 3 ნოემბერს უაიომინგის შტატში ხმის მიცემისას.

43 წლის უესტმა, რომელიც ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის მეუღლეა, რამდენიმე შტატში მოახერხა საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრა, თუმცა არა უაიომინგში ან საკვანძო მნიშვნელობის შტატებში - ფლორიდაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.

ადრე რეპერმა დონალდ ტრამპს გამოუხატა მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG