Accessibility links

ევროკავშირი სანქციებს უწესებს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ბელარუსის 14 მოხელეს


ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ სანქციებზე ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და ბელარუსის 14 მოხელის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციისა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის. მათ აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, მათი აქტივები გაიყინება.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება 6 ნოემბერს გამოცხადდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მინსკში საპროტესტო აქციები გრძელდება 9 აგვისტოდან, როცა ლუკაშენკა გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბდა და მის გადადგომას ითხოვენ.

დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ აღიარებენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ევროკავშირმა ბელარუსის ათობით ოფიციალური პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG