Accessibility links

აშშ-მა დაასრულა კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცესი


4 ნოემბერს აშშ-მა დაასრულა კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცესი. ამის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 2019 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა გაეროს შეატყობინა ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ.

პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ტრამპმა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დადო. მაშინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის ეკონომიკურად წამგებიანია მასში მონაწილეობა და იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, ხელფასების კლებას, ფაბრიკების დახურვას და ამერიკელთა ფინანსური კეთილდღეობის შემცირებას.

კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებას 2015 წელს მოაწერა ხელი 197-მა ქვეყანამ. დოკუმენტის მიზანია, არ დაუშვას 2100 წლისთვის პლანეტის ტემპერატურის მომატება ორ გრადუსზე უფრო მეტით ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქასთან შედარებით, რომელიც XIX საუკუნეში დასრულდა.

დოკუმენტი 2016 წელს შევიდა ძალაში. პირველი სამი წლის განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მისი დატოვება.

აშშ პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელშეკრულება დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან აღნიშნავდა, რომ არ არის გამორიცხული ქვეყანა კვლავ დაუბრუნდეს პარიზის ხელშეკრულების პირობების შესრულებას, თუკი მოხერხდება ვაშინგტონისთვის უფრო მომგებიანი პირობების მიღწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG