Accessibility links

site logo site logo

ცესკო საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროტესტზე: „რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს ზეწოლას"


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე გამოეხმაურა საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„ამ წუთებში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომები სადაც განიხილება განცხადება/საჩივრები. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომაზე დასწრების მცდელობას და რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს ზეწოლას; საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად", - ამბობს კალანდარიშვილი.

ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, „აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში".

ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად, შენობის გარეთ სხვადასხვა პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG