Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ლუკა კაპანაძე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა


66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის ქართველი, დღესვე, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ნაგუჩევს დაუპირისპირდება.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის ქართველი, დღესვე, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ნაგუჩევს დაუპირისპირდება.

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლუკა კაპანაძემ ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ფინალში გავიდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის ქართველი, დღესვე, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ნაგუჩევს დაუპირისპირდება. ლუკა კაპანაძე მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია, ჭაბუკებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG