Accessibility links

logo-print logo-print

ძიუდოისტმა ლუკა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა


ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლუკა კაპანაძემ რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ნაგუჩევთან წააგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახსნა. კვარცხლბეკზე ავიდა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლუკა კაპანაძე.

ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორმა 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა: აზერბაიჯანელი აიხან ტანვერდიევი, სერბი მატეჯა სტოშიჩი, ესტონელი ვილიარ ლიპარდი და ჰოლანდიელი ივო ვერჰორსტერტი. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ნაგუჩევთან წააგო.

ლუკა კაპანაძის წონაში, საქართველოს სახელით ბექა წიფიანიც გავიდა ტატამზე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. პირველსავე ბრძოლაში დამარცხდა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შაქრო შათირიშვილიც.

ახალგაზრდული ევროპირველობა 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და კონკურენციაში საქართველოს ნაკრების კიდევ ექვსი წევრი ჩაერთვება. ხვალ იჭიდავებენ გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი შერაზადიშვილი (ორივე 81 კგ), ხოლო ზეგ - მიხეილ ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG