Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ხმების დათვლა გრძელდება


აშშ-ში გრძელდება ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ასარჩევად მიცემული ხმების დათვლა.

თბილისის დროით 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 213 წევრის ხმა აქვს, ხოლო ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატ ჯო ბაიდენს 253.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით.

არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

ჯერჯერობით უცნობია შედეგები 6 შტატიდან:

პენსილვანია(20 ხმა);

ჩრდილოეთ კაროლინა(15 ხმა);

ჯორჯია(16 ხმა);

ნევადა(6 ხმა);

არიზონა(11 ხმა);

ალასკა(3 ხმა).

აშშ-ში ხმის წინასწარ, მათ შორის ფოსტით მიცემის უფლებით ისარგებლა დაახლოებით ასმა მილიონმა ამომრჩეველმა, ამიტომ ხმების დათვლას შესაძლოა, დღეები დასჭირდეს.

დონალდ ტრამპმა ხმების დათვლის დასრულებამდე გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, რასაც ჯო ბაიდენის შტაბში უწოდეს აღმაშფოთებელი, უპრეცედენტო და არასწორი ქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG