Accessibility links

site logo site logo

ანა ნაცვლიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი და არა საკუთარი შედეგების გაუმჯობესება


ანა ნაცვლიშვილი

საარჩევნო სუბიექტის, „ლელო-მამუკა ხაზარაძის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისას მცირე პარტიებისთვის ამოსავალია არა კონკრეტულად საკუთარი შედეგების გაუმჯობესება, არამედ პროცესი, რომელმაც ეს შედეგები აჩვენა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ პარტიებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების უსამართლო პროცესის გაპროტესტება:

„სამართლიან სასამართლოს შევადარებ-შეიძლება განაჩენი იგივე დადგეს, მაგრამ ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული ის დასაჯონ ამ დანაშაულისთვის, მაგრამ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სამართლიანი პროცესით გასამართლდა ეს ადამიანი თუ უსამართლო პროცესით გასამართლდა. ჩვენ აქ უსამართლო პროცესს ვაპროტესტებთ და ძალიან ხაზგასმით მინდა ასევე ვთქვა-ჩვენს მიმართ კი არა მოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ათასობით ადამიანმა ხმის უფლება დაკარგა, რის შედეგადაც არჩევნები საქართველოში აზრს კარგავს.

საარჩევნო სუბიექტმა "ლელო - მამუკა ხაზარაძე" 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3,15 პროცენტი მიიღო.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათ 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG