Accessibility links

საქართველოში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია


ფოტო არქივიდან

საქართველოში კორონავირუსის 15 332 ახალი შემთხვევიდან 638 მძიმე პაციენტია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

638 მძიმე პაციენტიდან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, მათ შორის თბილისში - 150, აჭარაში - 94.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი საქართველოში 2401 პირს დაუდასტურდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218- შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 289-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459. ამავე პერიოდში 20 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG