Accessibility links

logo-print logo-print

ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლება ლეგიტიმურობას დაკარგავს და ხის ფუღუროს დაემსგავსება


ანა დოლიძე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ანა დოლიძე სკეპტიკურადაა განწყობილი საჩივრების განხილვისა და დაკმაყოფილების პროცესისადმი და ამბობს, რომ დათმობების პროცენტული მონაცემები ძალიან მცირეა. მისი თქმით ადგილებზე უბნების გახსნის შემთხვევაში გამოვლინდება „კოშმარი“, რასაც ცესკო არ დაუშვებს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა დოლიძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში მოხდება ის, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად დაკარგავს ლეგიტიმურობას იმის გამო, რომ ძალაუფლების გადანაწილება ვერ შეძლო:

„მან შეიძლება დაიწყოს ფუნქციონირება, პარლამენტმა მიიღოს კანონები, მაგრამ, ის იქნება ფუღურო, ხის ფუღურო, რომელსაც შიგნით შიგთავსი არა აქვს და ადრე თუ გვიან ჩამოიშლება. ის შეიძლება ოპოზიციის ბოიკოტმა არ დაშალოს, ეს შეიძლება არ დაშალოს ამ პროტესტმა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ელემენტარული ლეგიტიმაცია არა აქვს, ის ის შეიძლება დაიშალოს ელემენტარული სამართლებრივი შემთხვევით. ფაქტობრივად ჩვენ ეხლა ვუყურებთ ბოლო გაბრძოლებას ქართული ოცნების და როგორ ის თვითონ დაიღუპავს თავს იმით, რომ ვერ შეძლო ძალაუფლების გადანაწილება“, - განაცხადა ანა დოლიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან არ გამორიცხა, რომ ბოიკოტისა და ქუჩის წნეხის შედეგად ხელისუფლებამ 1ან 2 პროცენტი დათმოს, თუმცა, ანა დოლიძის შეფასებით, ეს ტრანფორმაციის შესაძლებლობა არ იქნება.

ცესკოს პირველადი შუალედური მონაცემებით, ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღრეთის ოლქში ამომრჩეველთა ხმების 20 პროცენტი აიღო და გია ვოლსკისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათ 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG