Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს კორონავირუსი აქვთ


კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის 3 მობინადრეს და 10 თანამშრომელს. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

პანსიონატში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 98 ბენეფიციარი ცხოვრობს.

დაწესებულების ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ინფექცია გავრცელდა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული თანამშრომლისგან, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა.

ხანდაზმულთა პანსიონატები იმ სამიზნე ჯგუფებშია, სადაც ტესტირება გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს.

საქართველოში დღეს დილით დადასტურებული 2401 შეთხვევიდან 368 იმერეთის რეგიონშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG