Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამეთვალყურეო სამსახური აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად, ძალადობა ავღანეთში მკვეთრად გაიზარდა


აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2020 წლის თებარვალი
აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2020 წლის თებარვალი

ავღანეთის უშიშროების ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმების რიცხვი ბოლო სამ თვეში თითქმის ნახევრით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან თალიბანმა დაიწყო უპრეცედენტო სამშვიდობო მოლაპარაკება, - ამის თაობაზე განცხადება გააკეთა აშშ-ის მთავრობის სამეთვალყურეო სამსახურმა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმება უძლური იყო შეეჩერებინა ძალადობა, რადგან თალიბები თავს ესხმოდნენ დედაქალაქში სხვაგან უშიშროების და სხვა ობიექტებს. ავღანეთის აღდგენის საგანგებო გენერალური ინსპექტორი (SIGAR) იტყობინება სამოქალაქო მოსახლეობაში 2561 დაზარალებულის, მათგან 876 დაღუპულის შესახებ, რაც 43 პროცენტით მეტი მეტია, ვიდრე აპრილიდან ივნისამდე პერიოდში. „თალიბანი თავის ძალადობას ანაწილებს (ავღანეთის მთავრობისა და უშიშროების ძალებისთვის) ძირის გამოსათხრელად, მაგრამ რჩება ამ მხრივ იმ დონეზე, რაც (აშშ-ის და თალიბანის) შეთანხმებითაა დასაშვები“, მოჰყავს SIGAR-ს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სიტყვები.

ანგარიშის გამოქვეყნების ფონია მოწოდებები, ბოიკოტი გამოუცხადონ თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებას მას მერე, რაც თავდასხმა მოხდა ქაბულის საგანმანათლებლო ცენტრზე, რის პასუხიმგებლობაც ექსტრემისტულმა ისლამურმა სახელმწიფომ იკისრა, მაგრამ, რაც ბევრს ავღანეთის მთავრობაში თალიბანს ნამოქმედარი ჰგონია.

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და თალიბანის მოძრაობას შორის მოლაპარაკებას, რომელიც 12 სექტემბრიდან მიმდინარეობს დოჰაში, ყატარში, შედეგი არ მოჰყოლია, არ არის განსაზღვრული დღის წესრიგიც კი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG