Accessibility links

site logo site logo

ტრამპის შტაბბინამ სამ საკვანძო შტატში ბიულეტენების დათვლის შეჩერება მოითხოვა სასამართლოში


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შტაბბინამ სამი საკვანძო შტატის, მიჩიგანის, პენსილვანიის და ჯორჯიის სასამართლოებში საჩივარი შეიტანა 3 ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლის შეჩერების მოთხოვნით და მიზეზად მოჰყავს ბიულეტენების დათვლის დროს წვდომის და გამჭვირვალობის პრობლემა.

„მიჩიგანის შტატის სასამართლოში შევიტანეთ განცხადება, რომ შეწყვიტონ დათვლა, სანამ არ იქნება არსებითი წვდომა“, წერია 4 ივნისის განცხადებაში.

პენსილვანიის თაობაზე შტაბმა დაადანაშაულა საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, რომ მათ მეთვალყურეს არ მიეცა საშუალება დამთვლელებთან რვა მეტრზე ახლოს მისულიყო და მოითხოვა დათვლის დროებით შეჩერება.

სამხრეთის შტატ ჯორჯიაში, სადაც ტრამპს აქვს მცირე უპირატესობა, შტაბის თანახმად, რამდენიმე საგრაფოში ჩივილის მიზეზი იგივეა.

სასამართლოში საჩივრების შეტანა ხდება მიუხედავად იმისა, რომ არ მოიპოვება მტკიცებულება დათვლის დროს საარჩევნო უწყებების თანამშრომლების არასწორი ან შეუსაბამო ქმედების შესახებ.

ადრე ტრამპი დაიმუქრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს მიმართავდა.

„ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი კენჭისყრა შეწყდეს,“ უთხრა ტრამპმა თავის მომხრეებს ოთხშაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას.

ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ამჟამად ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG