Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრობს


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებით წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან ეს სავარაუდო ღონისძიებები საზოგადოებას გააცნო:

„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეში, ან სხვადასხვა დასახლებებში. ასევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ამ ღონისძიებებს წერტილოვანი ხასიათი ექნება და გამოყენებული იქ და იმ დროს და იქ, სადაც ამის აუცილებლობა შეიქმნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

საქართველოში ამ დროისათის სავალდებულოა პირბადის ტარება როგორ შიდა, ისე გარე სივრცეებში, რესტორნების საქმიანობა 22 საათამდე და სრულად დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG