Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-პრემიერის თქმით, აღარ არის ფუფუნება უსიმპტომო ადამიანები მოხვდნენ კლინიკებში


ვიცე-პრემიერის მაია ქციტიშვილის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ისე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ არის შეუზღუდავი რესურსის მატარებელი, ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია საავადმყოფოში მოხვდეს ის ადამიანი, რომელსაც ეს აუცილებლად ესაჭიროება, ამის შესახებ მან საკოორდიცნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„[უნდა] მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ჟანგბადდამოკიდებულები, ის ადამიანები, ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები და ამ ქრონიკული დაავადებების ფონზე აქვთ კოვიდის გართულება და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ვისაც არ აქვთ სიმპტომი, ვისაც არ აქვს სიცხე, ვისაც არ აქვს მძიმე მდგომარეობა, ვისაც 24-საათის განმავლობაში არ სჭირდება საავადმყოფოში მეთვალყურეობა ეს ადამიანები არ უნდა მოხვდენ საავადმყოფში“,- განაცხადა მაია ქციტიშვილმა.

მისი სიტყვებით მომავალში ბევრად მეტ ადამიანას შეიძლება ესაჭირობოდეს სამედიცინო დახმარება და მათთვის უნდა არსებობდეს მზად საწოლფონდი.

15 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის გათვლით, მხოლოდ საავადმყოფოებში მინიმუმ 10 ათასი საწოლია, სადაც კოვიდინფიცირებულთა განთავსებაა შესაძლებელი.

საქარველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი არის ის ინსტრუმენტები, რომელითაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსის პიკის გადავლა.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობები ქვეყანაში კორონავირუსის პიკის მოახლოებას დააჩქარებს. პრემიერი თვითიოზლაციაში იმყოფება და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს შინიდან დისტანციურად უერთდება.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 2400-ს გადააჭარბა, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა თბილისზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG