Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღისთვის ომი გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების გაგრძელება არ არის დაგეგმილი


ქალაქი შუშა
ქალაქი შუშა

აზერბაიჯანი და სომხეთი იტყობინებიან ახალი საბრძოლო მოქმედებების შესახებ სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო და ერთმანეთს ადანაშაულებენ, რის ფონზეც იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება განახლდება, სუსტდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომხურმა ძალებმა 4 ნოემბერს და ხუთი ნოემბრის ღამით გააგრძელებს საარტილერიო ცეცხლის დაშენა აზერბაიჯანის ქალაქებისა და სოფლებისთვის, ასევე აზერბაიჯანის ძალებისთვის.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა არმიამ არ მისცა საშუალება აზერბაიჯანის ძალებს დაეწყოთ იერიში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აღმოსავლეთ სექტორში.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაა საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ეთნიკური სომხების ძალებმა 1990-იან წლების ომის დროს მოახერხეს რეგიონის დაკავება და აზერბაიჯანის ძალების განდევნა, რის შედეგადაც კონტროლი დააწესეს მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და მიმდებარე მიწებზე.

ამასთან, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობა აზერბაიჯანის ძალებს ბრალად სდებს ქალაქებში მარტუნისა და შუშაში სამოქალაქო ობიექტებისთვის საარტილერიო ცეცხლს დაშენაში.

კონფლიქტი, რომელიც ათწლეულებს ითვლის, ექვსი კვირის წინ გამწვავდა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა.

მოლაპარაკებამ ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით ასევე ვერ გამოიღო შედეგი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა კონფლიქტის მთიან ყარაბაღში რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ერევანში 5 ნოემბერს განაცხადა, რომ თუმცა ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს წარმართავს, აგრძელებს თავის საქმიანობას, მაღალ დონეზე არავითარი შეხვედრები არაა დაგეგმილი.

27 სექტემბერს ბრძოლების გამწვავების შემდეგ, რუსეთის მონაცემებით, ორივე მხარეს ხუთი ათასამდე ადამიანი მოკლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG