Accessibility links

logo-print logo-print

3 გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, 9 შემთხვევაში შედეგები გასწორდა — ცესკო


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 15-მა საარჩევნო კომისიამ გადათვალა შედეგები. 11-მა კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც

  • ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები;
  • 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები;
  • 8 შემთხვევაში მონაცემები უცვლელი დარჩა.

ცესკოს ინფორმაციით, საჩივრების ნაწილი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ, შესაბამისად, კომისიებს მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები არ ჰქონდათ.

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კალანდარიშვილის განაცხადით, საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში კი, არაუფლებამოსილი პირები სხდომებზე შეჭრას ცდილობენ.

კალანდარიშვილის ცნობით, თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში მედია.

საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 3 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კომისიების გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2 დღის ვადაში განიხილავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ და შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საარჩევნო ადმინისტრაცია და ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG