Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში 7-30 ნოემბერს საყოველთაო კარანტინი იმოქმედებს


საბერძნეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემოღების შესახებ 7-30 ნოემბერს. მოსახლეობას სახლებიდან გასვლა შეეძლება მხოლოდ საპატიო მიზეზით, ციფრული საშვით და პირბადით.

ახალი ზომების შემოღების შესახებ გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. მისი სიტყვებით, ეპიდემიოლოგიური ზომების გამკაცრების მიზეზია ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

როგორც მიცოტაკისმა თქვა, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 50 სარეანიმაციო განყოფილება რამდენიმე დღეში შეიძლება შეივსოს.

ვისაც „ლოკდაუნის“ გამო აღარ შეეძლება მუშაობა და ხელფასის მიღება, იმათ პრემიერ-მინისტრი დაჰპირდა სახელმწიფოს მხრიდან 800 ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას. დამატებით დახმარებას მიიღებენ უმუშევრებიც. სამხედრო კარანტინისგან განსხვავებით, ამ პერიოდში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები არ დაიხურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG