Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დღე-ღამეში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენობა


აშშ-ში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა 108 ათასი ახალი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვი ათ მილიონს უახლოვდება, აქედან გარდაიცვალა 240 ათასი პაციენტი.

COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვით მეორე ადგილზეა ინდოეთი. პანდემიის დაწყებიდან იქ დადასტურებულია რვა მილიონზე მეტი შემთხვევა. მესამეზეა ბრაზილია, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს ხუთნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს.

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში 48 მილიონ 450 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

საქართველოში ამ მომენტისთვის დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 49 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან გარდაცვლილია 401 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG