მიჩიგანის მოსამართლემ არ მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარი იმაზე დავის შესახებ, ჰქონდათ თუ არა რესპუბლიკელებს წვდომა საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის პროცესზე.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, მოსამართლე სინთია სტივენსმა აღნიშნა, რომ საჩივარი შეტანილ იქნა ოთხშაბათს საღამოს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ უკანასკნელ ბიულეტენებს დაითვლიდნენ. ასევე, მისი თქმით, შტატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯოსილინ ბენსონი არ არის საჩივრის სწორი ადრესატი, ვინაიდან ის არ არის საარჩევნო ბიულეტენების დათვლის ლოგისტიკისთვის პასუხისმგებელი.
მიჩიგანში გამარჯვებულად დასახელდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე შტატში არ დასრულებულა ხმების დათვლა. ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენი ლიდერობს.
დაწერეთ კომენტარი