Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრას მოსკოვში გამართავენ


დღეს, 6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.

რუდენკო ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა დეკემბრისთვის გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის ჩაშლაში რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის ბრალდებას უსაფუძვლო და პოლიტიზებული უწოდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG