Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გრძელდება ხმების დათვლა საკვანძო მნიშვნელობის შტატებში


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გრძელდება ხმების დათვლა საკვანძო მნიშვნელობის შტატებში. ჯერჯერობით ლიდერობს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ის პოზიციებს იუმჯობესებს. ხმების დათვლის პროცესს თან სდევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უპრეცედენტო და დაუსაბუთებელი რისხვა - ის თავს დაესხა ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.

ოთხიდან სამ შტატში, სადაც გამარჯვებული ჯერაც არ გამოვლენილა, ორ კანდიდატს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა 6 ნოემბრისთვის.

ბაიდენმა სხვაობა შეამცირა პენსილვანიასა და ჯორჯიაში, სადაც ტრამპი ლიდერობს. ამასთან, დემოკრატი კანდიდატი მცირე უპირატესობას ინარჩუნებს ნევადასა და არიზონაში.

ამჟამად ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 253 ხმა აქვს. მთელი ყურადღება მიმართულია პენსილვანიისკენ, სადაც ჯერ არ არის დათვლილი ბიულეტენები ფილადელფიის რეგიონიდან, რომელშიც ძირითადად დემოკრატიულ პარტიას უჭერენ მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG