Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა საკვანძო მნიშვნელობის შტატ ჯორჯიაში გაუსწრო ტრამპს


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ კანდიდატს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუსწრო საკვანძო მნიშვნელობის შტატ ჯორჯიაში. ჯორჯიაში ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე განრისხებულმა ტრამპმა უპრეცედენტო და დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთა და თავს დაესხა ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.

სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ჯორჯიაში ამ მომენტისთვის ბაიდენი 917 ხმით უსწრებს ტრამპს. ჯორჯიიდან 16 საარჩევნო კოლეგიის წევრის ხმის მოპოვების გარეშე ტრამპი ვერ შეძლებს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმის მოგროვებას.

თუკი ბაიდენი ჯორჯიაში გაიმარჯვებს, ის პრეზიდენტობის პირველი დემოკრატი კანდიდატი იქნება, ვინც ამას მოახერხებს ბილ კლინტონის შემდეგ, რომელმაც 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯორჯიაში.

ჯორჯია ერთ-ერთია ოთხ საკვანძო მნიშვნელობის შტატს შორის, სადაც ჯერ არ დასრულებულა საარჩევნო ბიულეტენების დათვლა. მის გარდა ეს შტატებია ნევადა და არიზონა, სადაც ბაიდენი ოდნავ უსწრებს ტრამპს, ასევე პენსილვანია, სადაც ტრამპი ლიდერობს.

საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ ჯერაც მიმდინარეობს ფოსტით შესული ბიულეტენების დათვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG