Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 183 პერსონალი დაინფიცირდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში სამედიცინო სფეროს 183 პერსონალი დაინფიცირდა.

"ამიტომ იყო მოწოდება მთელ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მობილიზების... გასაგებია, რომ ასაკოვან პერსონალს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებში, მაგრამ შეიძლება მათი დახმარება ქოლცენტრებში", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში შესაძლოა ჩაერთონ სტომატოლოგები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ძირითადი სამედიცინო განათლება მიღებული.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG