Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისეთა ჯგუფი ყარაბაღში გაემგზავრა — აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე


მოხალისეთა ჯგუფი აფხაზეთიდან მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა. ამის შესახებ იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, ახრა ავიძბა.

ავიძბამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც აფხაზეთთან მომიჯნავე რუსეთის ქალაქ სოჭის აეროპორტშია გადაღებული.

„თითოეულ ეთნიკურ სომეხს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი სამშობლო“, - წერს ახრა ავიძბა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი, „ეხო კავკაზა“ ოქტომბრის დასაწყისში წერდა, რომ აფხაზეთში დგებოდა მოხალისეთა სიები, მთიან ყარაბაღში გასამგზავრებლად.

მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ომი დაიწყო 27 სექტემბერს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულების შესახებ, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. ცეცხლის შეწყვეტაზე სამი შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტი არ წყდება. შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახრა ავიძბა დონბასის ომის მონაწილე და თვითაღიარებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ გმირია. ის აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი ბიძაშვილის, 38 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის, ალხასის მკვლელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG