Accessibility links

სააკაშვილი ფიქრობს, რომ საპროტესტო მუხტის შესაჩერებლად კოვიდსტატისტიკას "ბერავენ"


"ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საპროტესტო მუხტის შესაჩერებლად კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიან. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

"კორონას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ხელოვნურად გაბერა ციფრების, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები. ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ LOCKDOWN-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა", - წერს ის.

ბოლო დღე-ღამეში 2,7 ათასს გადააჭარბა კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ, საერთო მაჩვენებელმა კი 52 ათასამდე მიაღწია. ქვეყანაში უკვე 423 გარდაცვლილია. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და განმეორებით არჩევნებს ითხოვენ. ორ დღეში პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციაა დაანონსებული.

ხელისუფლებას აქციების გამართვა შეზღუდული არ აქვს, თუმცა ლაპარაკობენ შეკრებების დროს ინფიცირების რისკებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG