Accessibility links

logo-print logo-print

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი 2019 წლის საუკეთესო პარამოფარიკავეთა სიაში შეიყვანეს


ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) 2019 წლის საუკეთესო პარამოფარიკავეები დაასახელა. ორგანიზაციამ შარშანდელი შედეგების მიხედვით, სულ თვრამეტი პარამოფარიკავე გამოარჩია და რჩეულთა სიაში ორი ქართველიც მოხვდა.

B კატეგორიაში ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის IWAS-მა საუკეთესოდ ირმა ხეცურიანი დაასახელა. ასევე ხმლით ფარიკაობაში 23-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი ნინა თიბილაშვილს ერგო.

2019 წლის გამორჩეული ეტლით მოფარიკავეები კუთვნილ ჯილდოებს, წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG