Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მიხაილ ჟვანეცკი, ცნობილი სატირიკოსი მწერალი


87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი სატირიკოსი მწერალი, რუსეთის სახალხო არტისტი, მიხაილ ჟვანეცკი.


ჟვანეცკი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სატირული მინიატურების და აფორიზმების ჟანრში, რომელსაც თავადვე კითხულობდა აუდიტორიის წინაშე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული.


1988 წლიდან მიხაილ ჟვანეცკი იყო მის მიერვე დაარსებული მოსკოვის მინიატურების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რუსეთის სახალხო არტისტის წოდების გარდა, ჟვანეცკის მინიჭებული ჰქონდა ასევე უკრაინის სახალხო არტისტის ტიტული.

იყო რუსეთის პენ-კლუბის წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG