Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის დროს გაისროლა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ ისროლა, როცა იქ ხალხმრავალი აქცია იმართებოდა. მას ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენებენ.

"ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნავენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ამ მუხლით დაკავებულ პირს სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG