Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის შვილს


ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს, - ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.

ამ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, მათი აქტივები გაიყინება.


მინსკში საპროტესტო აქციები გრძელდება 9 აგვისტოდან, როცა ლუკაშენკა გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ლუკაშენკას სასარგებლოდ გაყალბდა და მის გადადგომას ითხოვენ.

დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ აღიარებენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მანამდე ევროკავშირმა ბელარუსის ათობით ოფიციალური პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG