Accessibility links

site logo site logo

კრემლი უარყოფს ჯანმრთელობის გამო პუტინის სავარაუდო გადადგომის შესახებ ცნობებს


კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, უარყო ბრიტანულ ტაბლოიდში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმად ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარების გამო პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას აპირებს.

„ეს არის სრული ნონსენსი. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია“, - განაცხადა პესკოვმა 6 ნოემბერს ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.

ბრიტანული „სანის“ თანახმად, პუტინს, რომელსაც პარკინსონი აწუხებს, ოჯახის წევრები მოუწოდებენ, გადადგეს თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამ ცნობების ფონია ვლადიმირ პუტინის ინიციატივით მომზადებული კანონი, რომელიც ქვეყნის ექსპრეზიდენტს უფლებას აძლევს, იყოს რუსეთის სენატორი სიცოცხლის ბოლომდე.

ამას ითვალისწინებს „პუტინური“ კონსტიტუცია, რომელიც რუსეთში რამდენიმე თვის წინ მიიღეს.

კანონის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვადამდე ადრე, გადადგომის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩება სენატორად.

თუმცა, ასეთი კანონის მიღებას სჭირდებოდა შესაბამისი განაცხადის შეტანა ფედერაციის საბჭოში, რაც პუტინმა შაბათს, 1 ნოემბერს გააკეთა და შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით სახელმწიფო დუმას გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG