Accessibility links

site logo site logo

საქართველოში СOVID-19-ის 2859 ახალი შემთხვევა დადასტურდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში СOVID-19-ით 18 პაციენტი გარდაიცვალა და 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელი მაჩვენებელი 2775 იყო.


StopCoV.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 2754-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი. გამოჯანმრთელებულთა საერთო მაჩვენებელი 39773-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება სულ 3015 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს 4670 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მყოფ პირთა საერთო მაჩვენებელი 2599-ს უტოლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG