Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: 14 612 ინფიცირებულიდან 354 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა


Georgia -- coronavirus cover
Georgia -- coronavirus cover

COVID-19-ით ინფიცირებული 345 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ხოლო მძიმედ არის შეფასებული სულ 585 პაციენტის მდგომარეობა, - ამის შესახებ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში სულ 14 612 პაციენტი აღირიცხება და აქედან, საავადმყოფოში მკურნალობს 4 670 პაციენტი - „მათ შორის - თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740“. კოვიდსასტუმროებში განთავსებულია 2 599 პაციენტი, მათ შორის, 1 299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით 18 პაციენტი გარდაიცვალა და 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელი ეს მაჩვენებელი 2775 იყო.

StopCoV.ge-ზე გავრცელებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2754-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი 39773-ს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG