Accessibility links

site logo site logo

აქცია-პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წინააღმდეგ


აქცია-პერფორმანსი რუსთავში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების ჯგუფმა, რომელიც რუსთავში სამოქალაქო აქტივიზმით არის ცნობილი, 7 ნოემბერს საარჩევნო სუბიექტ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ რუსთავის ორგანიზაციის შტაბთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

მე თავად ვიყავი დამკვირვებლად რუსთავის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბანზე, არჩევნები წყნარ ვითარებაში სამართლიანად ჩატარდა.
გივი შანიძე

აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბთან მიიტანეს ტომრები, სადაც ჩაყრილი იყო სიმბოლური ბიულეტენები.

ტომრებზე გაკრული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო წარწერები: „გაბათილებული ბიულეტენების გუდა“, „წართმეული ქონების გუდა“, ტყუილების გუდა“.
ერთ-ერთმა მონაწილემ, გივი შანიძემ იქ დამსწრე დაახლოებით 40 ადამიანის გასაგონად განაცხადა, რომ ოპოზიცია ავრცელებს ტყუილს, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, მათ შორის რუსთავში.

„მე თავად ვიყავი დამკვირვებლად რუსთავის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბანზე, არჩევნები წყნარ ვითარებაში სამართლიანად ჩატარდა და ამის მოწმე საუბნო კომისიის ყველა წევრი და დამკვირვებელი დამემოწმება. არც ოქმი გაყალბებულა და ყალბი ბიულეტენებიც არავის უნახავს“, - თქვა აქციის ორგანიზატორმა გივი შანიძემ.

აქცია-პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წინააღმდეგ
აქცია-პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წინააღმდეგ

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს „ნაციონალურ მოძრაობა-გაერთიანებულ ოპოზიციას“ პარლამენტში შესვლისკენ, ხოლო დავით კირკიტაძეს, რომელიც პროპორციული სიით პარლამენტში ხვდება, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა, იმუშაოს კანონპროექტებზე რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მმართველმა პარტიამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. მოსყიდვა, დაშინება, ე.წ. სომხური კარუსელი, შემაჯამებელი ოქმების გადასწორება...
გურამ ლაცაბიძე

„რუსთავის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა. მე თავად ვიყავი უბანზე და საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არც ერთ დამკვირვებელს პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც ერთ წევრს განსხვავებული აზრიც კი არ დაუფიქსირებია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გოგა ჯმუხაძემ.

გურამ ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნები რუსთავშიც ტოტალურად გაყალბდა.

„მმართველმა პარტიამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. მოსყიდვა, დაშინება, ე.წ. სომხური კარუსელი, შემაჯამებელი ოქმების გადასწორება, პრაქტიკულად ყველა მეთოდი გამოიყენა. „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის რუსთავშიც გამარჯვება მოგვპარა და თუ ვინმეს სურს, ბიძინა ივანიშვილს გადაჰყვეს, მისი ნებაა“, - თქვა გურამ ლაცაბიძემ აქცია-პერფორმანსის კომენტირებისას.

მან დასძინა, რომ რუსთავის საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებისგან ბევრი საჩივარი შევიდა, რომლებიც დღემდე არ განხილულა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის კანდიდატმა 47,5 პროცენტი აიღო, დავით კირკიტაძემ კი - 24.5 პროცენტი.

ოპოზიცია პარლამენტის არჩევნებს არ ცნობს გაყალბების მიზეზით. 8 ნოემბერს თბილისში ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულ აქციას მართავს შედეგების გაუქმებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG